ქართული გეი ქორწილი ნიუ-იორკში


ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი და თანასწორობის მოძრაობის ყოფილი დირექტორი დავით მიხეილ შუბლაძე დაქორწინდა. თანასწორობის მოძრაობა ულოცავს დავითს და ახალდაქორწინებულ წყვილს ბედნიერებას უსურვებს.

სამწუხაროდ, საქართველოში ქორწინების უფლება უმრავლესობის პრივილეგიაა და ერთი და იმავე სქესის წყვილებს უთანასწორო გარემოში უწევთ ცხოვრება. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ უცხოეთში შეუძლიათ ურთიერთობის ფორმალიზება.