შსს-მ სამი ტრანსგენდერი ქალის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ორ პირი დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  სამ ტრანსგენდერ ქალის ცემის ფაქზე, ორი ბრალდებულია დაკავებული.  სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  დანაშაული გენდერული იდენტობის ნიშნით არის ჩადენილი.

“დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს”  ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა, როდესაც საავადმყოფოში მყოფი ტრანსგენდერი ქალის მოსანახულებლად მისი ორი მეგობარი მივიდა.  დაზარალებულებს თავს ორი უცნობი  მამაკაცი დაესხმა და სცემეს.  ტრანსგენდერი ქალების განცხადებით ფიზიკური შეურაცხყოფა საავადმყოფოს თანამშრომლებაც მიიღს, როდესაც თავდამსხმელებისაგან მათ დაცვას სცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით საქმეზე გამოძიება სსკ 126-ე  მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.