წევრობა


(1) ასოციაციას ჰყავს წევრები (შემდგომში – ასოციაციის წევრები);

(2) წევრების რეესტრს აწარმოებს აღმასრულებელი დირექტორი;

1. (2) ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს წინამდებარე წესდებას, იზიარებს ასოციაციის დეკლარირებულ მიზნებს და მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის საქმიანობაში;

(3) ასოციაციის საპატიო წევრად შეიძლება მიღებულ იქნას ნებისმიერი პირი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ასოციაციის ძირითადი მიზნების განხორციელებაში, აქტიურად თანამშრომლობს ასოციაციასთან, ან რაიმე სხვა ფორმით ემსახურება ასოციაციის ძირითადი მიზნების განხორციელებას. ასოციაციის საპატიო წევრზე არ ვრცელდება ასოციაციის ნამდვილი წევრისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობანი;

(4) ასოციაციის წევრად მიღება ხდება მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე ასოციაციის გამგეობის მიერ. წევრად მიღების საკითხი განიხილება გამგეობის მიერ განცხადების მიღებიდან სამი თვის ვადაში;

(5) ასოციაციის წევრობის გადაცემა სხვა პირისათვის ან მისი მემკვიდრეობითი გადასვლა არ დაიშვება;

(6) ასოციაციის წევრი შეიძლება გარიცხულ იქნას ასოციაციის წევრობიდან თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს და ლახავს ასოციაციის სახელსა და ღირსებას, აგრეთვე ქვემოთ მითითებული შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) ასოციაციის ინტერესების უხეშად დარღვევის შემთხვევაში;

ბ) თუ იგი რეგულარულად არ იხდის საწევრო შენატანს;

გ) კანონითა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

დ) წევრის მიერ ზედიზედ ორ საერთო კრებაზე საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობის შემთხვევა შეიძლება გახდეს მისი წევრობის შეწყვეტის საფუძველი (წევრობიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით);

(8) სხვა შემთხვევებში წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის საერთო კრება. გარიცხულ წევრს უფლება ავს გარიცხვა გაასაჩივროს სასამართლოში;

(9) ასოციაციის დამფუძნებელი და შემდგომში წევრები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით;