დაზარალებულმა, რომელსაც სექსუალური ორიენტაციის გამო ბარი დაატოვებინეს, სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა


საქართველოში უფლებების დაცვის კუთხით ლგბტქი ადამიანები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან. დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის არაეფექტიანი გამოძიება და პოლიციისადმი უნდობლობა წარმოადგენს, რის გამოც თემის წევრებს ყოველდღიურად უწევთ ჰომოფობიურ გარემოში ცხოვრება და ბრძოლა გადარჩენისთვის.

ბათუმში  დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარს მისი სექსუალური ორიენტაციის გამო ბარი დაატოვებინეს. დავა სექსუალური ორიენტაციის პირდაპირი დისკრიმინაციის საფუძველზე მიმდინარეობდა, თუმცა დაზარალებულმა გადაწყვიტა სასამართლოდან  სარჩელის გამოტანა, რადგან მისი სექსუალური ორიენტაციის გასაჯაროების  საფრთხე დადგა.

თემის წევრები ყოველდღიურად ხდებიან ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ნათესავების, ახლობლების, მშობლების თუ უცნობი ადამიანების მიერ. დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს არ ეძლევათ თვითრეალიზების საშუალება და სექსუალური ორიენტაციის შესაბამისად სრულწლოვანი ადამიანებისთვის  ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობა.