3 ადამიანს თბილისში ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ


15 დეკემბერს 3 ადამიანს თავს დაესხნენ

14 დეკემბერს ღამით სამ ადამიანს, ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. შემთხვევა რესტორან “ხინკლის სახლში” მოხდა.

დაზარალებულებს შორის ერთერთი თანასწორობის მოძრაობის ქალი თანამშრომელია. როგორც ჩვენი თანამშრომელი იხსენებს, თავის ქალ მეგობართან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც გვერდითა მაგიდასთან მსხდომი ორი კაცი ეპატიჟებოდა, მათ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ [“გოგოებო, ჩვენთან დასხედით”].

გვერდითა მაგიდიდან სექსუალური შევიწროება იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ჩვენი თანამშრომელი მივიდა მათთან და მოსთხოვა, რომ შევიწროება შეეწყვიტათ, პასუხად ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება მიიღო.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აღნიშნულ რესტორანში ჩვენი თანამშრომელი ნაცნობს შეხვდა და მოიკითხეს ერთმანეთი. ამას მოჰყვა მათი მხრიდან ჰომოფობიური სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ვიდეოში, რომელიც ინცინდენტის დროსაა ჩაწერილი, ჩანს, დანით როგორ ექმურება ერთერთი თავდამსხმელი დაზარალებულებს. ასევე, ხინკლის სახლის თანამშრომლები ცდილობდნენ დაზარალებულების გაყვანას.