სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსური არსებობა


ედრიენ რიჩი

სავალდებულო ჰეტეროსექსუალობის ( რომლის მეშვეობითაც ლესბოსური გამოცდილება დევიაციასიძულვილის სკალაზე ფასდება, ანდაც უბრალოდ უხილავი რჩება ) ნეგატიური გავლენის ამოკითხვა არამხოლოდ ზემოთ მოცემული ტექსტებიდან, არამედ ბევრი სხვა ტექსტიდანაც არის შესაძლებელი. როსის დასკვნა, რომ ქალებითანდაყოლილად სექსუალურად ორიენტირებულიარიან, ან ლესინგის მოსაზრება, რომ ლესბოსური არჩევანი უბრალოდ ბრაზის გამოხატულებაა კაცების მიმართ, ვერ იქნება მხოლოდ მათი შეხედულება. ასეთი მოსაზრებები ხშირად გვხვდება ლიტერატურასა და სოციალურ მეცნიერებებში.

კიდევ ორ საკითხს წამოვჭრი: როგორ და რატომ მოხდა, რომ ქალების გადაწყვეტილება, აირჩიონ ქალები, როგორც მგზნებარე ამხანაგები, პარტნიორები, კოლეგები, საყვარლები, თემიდაიმსხვრა და გაქარწყლდა; იძულებული გახადეს ისინი, დაემალათ და შეენიღბათ; მეორე საკითხია ლესბოსური არსებობის ვირტუალური ან ტოტალური უარყოფა ნაწერთა ფართო ნუსხაში, ფემინისტურ სწავლების ჩათვლით. აშკარაა, მათ შორის არის კავშირი. მჯერა, რომ ამ ნაპირზე ბევრი ფემინისტური თეორია და კრიტიკა გამოირიყება.

სტატიის PDF ფორმატის სანახავად გადადით ბმულზე.

ედრიენ რიჩი – სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსური არსებობა by Equality Movement თანასწორობის მოძრაობა on Scribd