პროექტები


მიმდინარე პროექტები:

1.  აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ პროგრამის პროექტს „აივ ინფექცია/შიდსის პრევეცნიის მიზნით ლგბტ თემის გაძლიერება“ (ამოცანა 1, ღონისძიება 2.1.3.) (გრანტი GEO-H-NCDC; ხელშეკრულების ნომერი: GEO-H-NCDC/SR-9/TG/SSR-2).

დონორი: გლობალური ფონდი

პერიოდი: 01.09.2016 – 31.12.2017
ბიუჯეტი:  585 500,00 ლარი

პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო და ანონინიმურ სწრაფ ტესტებს აივ ინფექციაზე. ორგანიზაციის ბენეფეციარებს რეგულარულად მიეწოდებათ პრეზერვატივები და ლუბრიკანტები, რათა აივით ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდეს. ასევე, ორგანიზაციაში რეგულარულად ტარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო შეხვედრები და ლიდერთა ტრენინგები, რათა ლგბტ თემში გაიზარდოს ცნობიერება აივი/შიდსის შესახებ. ორგანიზაციის აღნიშნული სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შესაბამის ბმულებზე (აქ დაილინკოს აივის და სერვისების ლინკები).

 

2. „ლგბტ ადამიანებისთვის სამართლიანობისადმი ხელმისაწვდმობის გაზრდა“.

პერიოდი: 07.11.2016 – 07.12.2017

დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
ბიუჯეტი: 46 724,06 ევრო

პროექტის ფარგლებში ჩვენ ლგბტ თემის წევრებს ვაწვდით უფასო იურიდიულ, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგიურ სერვისებს. აღნიშნული სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შესაბამის ბმულებზე (აქ დაილინკოს შესაბამისი სერვისების ლინკები). თანასწორობის მოძრაობა ფოკუსირებულია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების, ოჯახში ძალადობის და დისკრიმინაციის შემთხვევებზე, რომელიც დღესდღეობით ლგბტ თემისთის მთავარ გამოწვევად რჩება. პროექტის ასევე ითვალისწინებს სტრატეგიული საქმეების წარმოებას. ერთ-ერთი სტრატეგიული საქმეზე, რომელიც მსმ პოპულაციისთვის სისიხლის დონორობის უფლებას ეხებოდა, ჩვენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ და იგი წარმატებით დასრულდა.

 

3.“Right to Health”

დონორი: Eurasian Coalition for Male Health

პერიოდი: 01.02.2017 – 31.12.2017
ბიუჯეტი:   49 219,00 ევრო

პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მუშაობს აივ/შიდსის ეპიდემიის ეროვნული პასუხის ფორმირებაში მსმ/ტრანს* ადამიანების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობაზე. კერძოდ, ორგანიზაცია მუშაობს მსმ/ტრანს* ადამიანებისთვის განკუთვნილი აივ/შიდსის სერვისებისთვის ხელშემწყობი გარემოს გაძლიერებაზე, სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვისა, წახალისებისა და სამართლებრივი და პოლიტიკური ბარიერების დაძლევის გზით. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თანასწორობის მოძრაობის შესაძლებლობების გაძლიერება.  

 

4. “თემის ხმა სტიგმის წინააღმდეგ”

დონორი: ILGA-Europe

პერიოდი: 01.11.17-31.09.18
ბიუჯეტი: 34,944 ევრო
პროექტის ფარგლებში განხორციელდება მედია კამპანია, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებაში ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევისკენ. კამპანიის შინაარსის განსაზღვრისთვის “თანასწორობის მოძრაობა” შეხვდება 200-მდე ლგბტქი თემის წევრსა და აქტივისტს ფოკუს-ჯგუფების ფორმატში. ორანიზაცია ფოკუს-ჯგუფებს ჩაატარებს სხვადასხვა პროფესიების წარმომდგენლების მონაწილეობითაც, მათ შორის ჟურნალისტების, ექიმების, პოლიციელების, მოსამართლეებისა და მასწავლებლების.

 

5. “პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა მამაკაცებიში რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან” დონორი: გლობალური ფონდი
პერიოდი: 10.08.2017 – 31.07.2018
ბიუჯეტი:  54 600,00 ლარი
პროგრამის ძირითადი მიზანია პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება მამაკაცებისათვის, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან აივ ინფექციის პრევენციის მიზნით.

 

დასრულებული პროექტები:

1. „ძლიერი ორგანიზაცია ძლიერი ლგბტ თემისთვის“

დონორი: RFSU

პერიოდი: 01.05.2015 – 31.10.2016
ბიუჯეტი: 56 060,00  ლარი

პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ განაახლა სტრატეგია, შეიმუშავა მმართველობის და ფინანსური პოლიტიკის დოკუმენტები და შინაგანაწესი. იგი უზრუნველყოფს ორგანიზაციის ფინანსების და პროცედურების მეტ საიმედოობას და გამჭვრვალეობას.

 

2. „ტრანსგენდერ ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა“

დონორი „ქალთა ფონდი საქართველოში“

პერიოდი: 01.11.2015 – 31.03.2016
ბიუჯეტი: 2500 ევრო

პროექტი მიზნად ისახავდა ტრანსგენდერ ქალთა აქტივიზმში ჩართულობის ხელშეწყობას და მათ გაძლიერებას ტრენინგების ჩატარების გზით. პროექტის პირველ ეტაპზე ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები ხოლო, შემდგომ კი მათ თავად ჩაატარეს შეხვედრები, რომლებსაც ლგბტქი თემის დანარჩენი თემის წევრები დაესწრნენ. ასევე 10 ნოემბერს აღინიშნა ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის დღე.

3. ტრანსგენდერ ქალთა სამედიცინო მოვლის გამუჯობესება

დონორი: “ქალთა ფონდი საქართველოში”

პერიოდი: 01.05.2016 – 31.12.2016
ბიუჯეტი: 3000 ევრო

პროექტის ფარგლებში მოძებულ იქნა სხვადასხვა სპეციალიზაციის ლგბტ მეგობრული ექიმები, რომლებთანაც ჩვენს ბენეფიციარებს ვამისამართებთ. პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცა გაიდლაინი ტრანს ადამიანების ჰორმონალური თერაპიისთის, რომელიც საილუსტრაციოა და ექიმებისთვისაა განკუთვნილი. (პუბლიკაციის ლინკი). პუბლიკაცია ენდოკრინოლოგებს დაურიგდათ.

4. „ლგბტ ადამიანების მშობლები თანასწორობისთვის“

დონორი: ILGA-Europe და COC Netherlands

პერიოდი: 01.03.2016 -31.05.2016
ბიუჯეტი: 4,539 ევრო

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა ლგბტ ადამიანების მშობლებთან. შეხვედრის მიზანი იყო მშობლების მხარდამჭერი ჯგუფის ჩამოყალიბება და გაძლიერება. მშობლების ჯგუფთან პოლონეთიდან ფასილიტატორი ჩამოვიდა, რომელსაც მსგავს ჯგუფებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

5. სიძულვილის ენის დაძლევა უნივერსიტეტებში

დონორი: NESEHNUTÍ – Independent Social Ecological Movement

პერიოდი: 01.07.2016 – 31.12.2017
ბიუჯეტი: 2,500 ევრო

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 3 საჯარო ლექცია/დისკუსია სიძულვილის ენის თაობაზე საქართველოს სამ უნივერსიტეტში. ასევე ორგანიზაციამ ჩაატარა ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის, რომელშიც 5-მა სტუდენტმა გაიმარჯვა და გადაეცათ სპეციალური პრიზები. პროექტის ბოლო ეტაპზე ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდებიან უნივერსიტეტების ადმინისტრაციას და განიხილავენ სიძულვილის ენის პრობლემურობას საგანმანათლებლო სისტემაში და მისი დაძლევის შესაძლო გზებს.