მისია / ხედვა


ჩვენი გვინდა ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში,  სადაც ადამიანების გენდერული იდენტობა თუ სექსუალური ორიენტაცია არ ხდება ძალადობის და აგრესიის სხვა ფორმის გამოვლინების მიზეზი, ლგბტქ თემის წევრები და ქალები საზოგადოების თანასწორი წევრები არიან.

ამ ხედვის რეალიზაციისათვის  ჩვენი მისიაა ლგბტ თემისა და ქალთა მხარდაჭერა მათი საზოგადოებაშისრულფასოვანი ინტეგრაციის უზრუნველყოფისათვის და იმავდროულად საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოფხვრის ხელშეწყობა.

შესაბამისად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს, როგორც საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალურ თუ სამართლებრივი სერვისებისა მიწოდებასა და თემის მობილიზაციას, ასევე ახორციელებს პოლიტიკის ადვოკატირებისა და საზოგადოების ცნობიერების ცვლილების ჩარევებს.  

2016 – 2019 წლის განმავლობაში ორგანიზაცია გეგმავს იმუშაოს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

·   ლგბტქ თემის წარმომადგენელებისა და ქალთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწავდომობის უზრუნველყოფა

·   ლგბტქ თემის წევრთა და ქალების მობილიზაცია და ინტეგრაციის ხელშეწყობა

·   ლგბტქ თემისა და ქალთა გაძლიერებისათვის ხელშემწყობი გარემოს ფორმირება


სამიზნე ჯგუფი


  • ლგბტქ თემის წარმომადგენლები და თემის აქტივისტები
  • ქალები
  • ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიმწოდებელები
  • სხვადასხვა მედიის საშუალებები და წარმომადგენლები
  • პოლიტიკის შემქნელები და გადაწყვეტილების მიმღები პირები
  • სამოქალაქო საზოგადოება
  • განათლების სფეროში დასაქმებული პირები

 

ფასეულობები

 

ჩვენი უმთავრესი ფასეულობებია:
  • ადამიანის უფლებები – ადამიანის უფლებები სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების ქვაკუთხედია;
  • მრავალფეროვნება და ინტეგრაცია – მშვიდობიანი დემოკრატიული და თავისუფალი განვითარება შეუძლებელია  მრავალფეროვნების დაცვისა და უზრუნველყოფის გარეშე;
  • თანამშრომლობა და ჩართულობა – ჩვენ სისტემატიურად ვიკვლევთ სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი პროგრამების ხარისხი. იმავდროულად ვცდილობთ გავზარდოთ მათი სამოქალაქო ჩართულობა და გავაძლიეროთ ადამიანები საკუთარი და თემის ინტერესების დაცვისათვის.
  • ქსელური მუშაობა – ორგანიზაცია ორიენტირებულია ვართ მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვა აქტორებთან, რათა კოალიციური მუშაობით და პარტნიორობით მიღწეულ იქნას მდგრადი ცვლილებები.
  • გუნდური მუშაობა  – ჩვენ ვმოქმედებთ გუნდურობის პრინციპით, ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობას დასახული მიზნების მისაღწევად.