გამგეობა


“თანასწორობის მოძრაობის” გამგეობა წარმოდგენილია შვიდი წევრით:

მარინე კურტანიძე – გამგეობის თავჯდომარე
ნაჯა ორაშვილი – გამგეობის წევრი
თორნიკე კუსიანი – გამგეობის წევრი 
ნიკოლო ღვინიაშვილი – გამგეობის წევრი
გოჩა გაბოძე – გამგეობის წევრი
გიორგი გოცირიძე – გამგეობის წევრი 
თათია ქინქლაძე – გამგეობის წევრი
გამგეობა უფლებამოსილია:

ა) განსაზღვროს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგია და პრინციპები აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით;

ბ) საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს.

გ) აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით დაამტკიცოს პროექტების დირექტორები;

დ) განსაზღროს გამგეობის წევრთა ფუნქციები;

ე) განსაზღვროს აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები და საქმიანობა;

ვ) მიიღოს ასოციაციის შემდგომი და საპატიო წევრები;

ზ) მოიწვიოს საერთო კრება წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში;

თ) დააფუძნოს საზოგადოებები და გადაწყვიტოს მათში წილობრივი მონაწილეობის საკითხები, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამტკიცოს დაფუძნებულ საზოგადოებათა წესდებები;

ი) განსაზღვროს ხელმძღვანელობის უფლება და ფარგლები წინამდებარე წესდების მიხედვით;

კ) განკარგოს ასოციაციის ქონება;

ლ) დაამტკიცოს ასოციაციის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების საშტატო ერთეულები და სახელფასო პოლიტიკა;

მ) შექმნას ფილიალები, დაამტკიცოს მათი დებულებები;

ნ) წარმართოს ასოციაციის ლიკვიდაცია;

ო) დაამტკიცოს ასოციაციის ბეჭედი, შტამპი, სატიტულო ფურცელი, ლოგო და საწევრო წიგნაკის ნიმუშები;

პ) დააჯილდოვოს ასოციაციის წევრები ასოციაციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის;

ჟ) მოახდინოს შინაგანაწესის შემუშავება, მუშაობის ორგანიზება და მისი მეთვალყურეობა;

რ) განახორციელოს ფინანსების მოძიება;

ს) დანიშნოს კომისია, რომელიც მოახდენს აღმასრულებელი დირექტორის შერჩევას,

ტ) დაამტკიცოს აღმასრულებელი დირექტორი გამგეობის მიერ განსაზღვრული ვადით;

უ) წლიურ ბიუჯეტს ადგენს ადმინისტრაციული რგოლი და ამტკიცებს გამგეობა;

ფ) აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ამტკიცებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან.